რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათ

რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩებს როტაციის ვადა დაუსრულდათ. როგორც “თაიმერს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, როტაციის ვადა ამოეწურათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართვლოს ელჩს ალექსანდრე ნალბანდოვს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს თენგიზ შარმანაშვილს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს ოთარ ბერძენიშვილს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა პრეზიდენტის განკარგულების პროექტი სამუშაო მივლინების ვადის გასვლის გამო აღნიშნული ელჩების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იცვლება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი. რევაზ გაჩეჩილაძის ადგილს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად ინიშნება
შემდეგი სტატიაბრიუსელში ტერორიზმის საფრთხე უმაღლესი, მეოთხე დონიდან სამამდე შემცირდა