ირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევს “ნაციონალური მოძრაობის აგენტს” უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია

sesiaთავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევს “ნაციონალური მოძრაობის აგენტს” უწოდებს.

“ახმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების უშიშროების აგენტი იყო და ის სააკაშვილისგან გიორგი ლორთქიფანიძის მეშვეობით იღებდა დავალებებს. მას ჰქონდა საქართველოს მოქალაქის ოპერატიული პასპორტი და ჩვენი უშიშროების დავალებებით სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებდა,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.ირაკლი სესიაშვილის თქმით, “მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებები ტყუილია”.

„სააკაშვილი ფორმაშია და ტყუილების მორიგ სერიალს სთავაზობს“, – აცხადებს სესიაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის, განცხადებებსაც “აბსურდული” უწოდა.თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ახმედ ჩატაევის დაკავება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შეკერილი საქმის საფუძველზე მოხდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის უკანონო პატიმარი იყო და ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობს.

“ჩვენს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ჩატაევთან და არც ტერორიზმთან. სააკაშვილმა ილოცოს, რომ ჩატაევი არ იყოს ამ საქმეში გარეული. ილოცოს იმიტომ, რომ მასაც მოუწევს დაკითხვაზე მისვლა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ირაკლი სესიაშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი უკანონოდ იყო დაკავებული და, თუ ის ტერორიზმით ბრალდებული იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება საქმეს ბოლომდე გაყვებოდა.მისივე თქმით, ახმედ ჩატაევი “ორი ლიმონკის ჩადების” ბრალდებით იყო დაკავებული და არა ტერორიზმის.

როგორც სესიაშვილი აცხადებს, ჩატაევს საკმაოდ დიდი ინფორმაცია ჰქონდა და ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სწორედ ამიტომ არ სურდა მისი ციხიდან გათავისუფლება.

„ამაზე სწორედ სააკაშვილს მოუწევს პასუხისგაცემა. ამაზეა ნათქვამო, თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო. ასე რომ ცდილობს, ჩვენს ქვეყანას ავნოს, იმიტომ შემოუტრიალდა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამასთან, სესიაშვილი ადასტურებს, რომ ახმედ ჩატაევი საქართველოს მოქალაქე არ არის.

banner
წინა სტატიაში“ჩატაევი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებდა”
შემდეგი სტატია(video) ბუკა პეტრიაშვილი პირდაპირ ეთერში სკამიდან გადავარდა