იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ

იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, ინტერნეტვაუჩერი უნდა გადაეცეთ-აღნიშნულ ინიციატივაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.

მისივე განმარტებით, დღევანდელი მოცემულება, რომელიც ეკონომიკური მდგომარეობის პოზიტიურ განვითარებას ნამდვილად არ მეტყველებს, აუცილებელია სახელმწიფო იმ მოსწავლეებსა და სტუდენტსბს დაეხმაროს, რომელთაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ, რათა სრულყოფილად ჩაერთონ დიატანციურ სწავლებაში.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არავითარ შემთხვევაში არ იყო ჩასაფრებული პოზიციიდან. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებას ვთავაზობთ ინიციატივებს და ძალიან კონკრეტულ, რეალისტურ გეგმებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ.

დღეს მინდა ჩვენი ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე ეტაპის კონკრეტული ინიციატივა წარმოგიდგინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. დღეს გესაუბრებით ინტერნეტ ვაუჩერზე, რომელიც აუცილებელია გადაეცეს ყველა იმ ბავშვეს, მოსწავლეს და სტუდენტების ნაწილს, ვინც ვერ ახერხებს ინტერნეტთან წვდომას და არ აქვს ელემენტარული წვდომა ჩვენი ცვილიზაციის საერთო სიკეთესთან, განათლებასთან.

სრულიად რეალისტურია, რომ საქართველოში 90 ათას მოსწავლესა და 10 ათას სტუდენტს დაურიგდეს ინტერნეტ ვაუჩერი. ბევრია ოჯახი, ვისაც არ შეუძლია პირველადი გადახდა და შემდეგ ამ კომუნიკაცებით სარგებლობა. ხელისუფლებას და საზოგადოებას, ამ მძიმე კრიტიკის ფონზე ვთავაზობთ კონკრეტულ ინიციატივას, ეს არის ანტიკრიზისული ვაუჩერის მეორე პუნქტი, ინტერნეტ ვაუჩერი, რომელიც 15 მილიონი ლარის ფარგლებში დაურიგდება 90 ათას მოსწავლეს, ვინც არინ სოფლებში და 10 ათას სტუდენტს, რომელთაც არ აქვთ საშუალება ონლაინ კლასები აწარმოონ“,- განაცხადა დეკანოიძემ

banner
წინა სტატიაშიCOVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, „თელასის“ თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
შემდეგი სტატიარაკლი ჩიქოვანი : პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის