რაიმონდ პაულს “ღირსების ორდენი” გადაეცა

ცნობილ ლატვიელ კომპოზიტორს რაიმონდ პაულს 7 დეკემბერს გადაეცა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – “ღირსების ორდენი”. ამის შესახებ გამოცემა “Delfi”-ის აცნობა რიგის საკონცერტო გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპიკერმა რინტა ბრუჟევიჩმა.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება “ღირსების ორდენის” მინიჭების შესახებ კომპოზიტორმა ჯერ კიდევ ამა წლის ივნისში მიიღო.
ჯილდოს გადაცემის ცერემონიას საკონცერტო დარბაზმა “Spikeri” უმასპინძლა. რაიმონდ პაულს ორდენი გადასცა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თენგიზ ფხალაძემ.
ჯილდო მას მიენიჭა საქართველოსა და ლატვიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების და მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.
81 წლის კომპოზიტორმა საღამოზე გია ყანჩელის ნაწარმოებები შეასრულა.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: ეკლესიამ უნდა შეწყვიტოს მრევლის, მოსახლეობის მოტყუება და შობა 25 დეკემბერს აღნიშნოს
შემდეგი სტატია,,სააკაშვილმა ,,ბოევიკები,, შემოიკრიბა,,