რადიკალური დაჯგუფებების 11 წარმომადგენელი დააკავეს

რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი დახურული კინოჩვენების ჩაშლას ცდილობენ, კვერცხების და ბოთლების სროლა დაიწყეს მაშინ, როდესაც ღონისძიების სტუმრები ტერიტორიაზე მივიდნენ.

სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რადიკალური დაჯგუფებები აგრესიულები არიან არამხოლოდ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებისა და სტუმრების მიმართ, არამედ მედიის მიმართაც.

პოლიციამ ადმინისტრაციული წესით რადიკალური დაჯგუფებების 11 წარმომადგენელი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიტერიტორიაზე, სადაც რადიკალური დაჯგუფებები “თბილისის პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილი ფილმის ჩვენების ჩაშლას ცდილობენ, დიპლომატები გამოჩნდნენ
შემდეგი სტატია“თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე ამერიკის სალეჩოს თანამშრომელს კვერცხი ესროლეს