“რაც უფრო მეტი ამგვარი მოღალატე დატოვებს ჩვენს რიგებს, მით უკეთესია”

„თავისუფალი დემოკრატების” აბაშის ორგანიზაციის 5 წევრი “ქართულ ოცნებას” შეუერთდა. ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ შოთაძე გადაწყვეტილების მიზეზად “პარტიული ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებებს” ასახელებს, თუმცა მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. შოთაძის თქმით, ის თანამოაზრებთან ერთად, სრულად იზიარებს ქვეყნის განვითარების იმ ხედვას, რომელიც”ქართულ ოცნებას” აქვს.

აბაშის ორგანიზაციის ყოფილ წევრებს უკვე უპასუხეს “თავისუფალი დემოკრატების” ცენტრალურ ოფისში.

“რაც უფრო მეტი ამგვარი მოღალატე დატოვებს ჩვენს რიგებს, მით უკეთესია – აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

გია ცაგარეიშვილის თქმით, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული არ უნდა იყოს.

“იმ ფონზე, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მას უნდა თავისუფალი გარემო იხილოს და მაქსიმალურად შეზღუდოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დღეს დილიდან დაიწყო გადაბირება ჩვენი აბაშის რაიონული ორგანიზაციის წევრების. დარწმუნებული ვარ, მიმდინარეობდა ზეწოლა, რადგან ამ ადამიანებს არასდროს ამის სურვილი აქამდე არ გასჩენიათ. ორწელიწადნახევარია გამოსული ვართ კოალიციიდან, ეს იცოდა ბატონმა შოთაძემაც, რომელსაც დაუკავშირდნენ რამდენჯერმე ჩვენი წარმომადგენლები და ჩვენს ერთგულებას ადასტურებდა. ერთი მხრივ, გვიმტკიცებდა ერთგულებას, რომ პარტიის რიგებს არ დატოვებს და მეორე მხრივ, ავრცელებდა განცხადებას, თანაც ”ქართული ოცნების” ბანერის ფონზე”- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, “მოღალატეები ქართულ ოცნებას მშვიდობაში მოახმაროს”.
“რაც უფრო მეტი ამგვარი მოღალატე დატოვებს ჩვენს რიგებს, მით უკეთესია. თუ ამგვარი ხალხით აპირებს ”ქართული ოცნება” თავისი მომხრეების რიგების შევსებას, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს შოთაძე და ნებისმიერი მოღალატე, რომელიც თავქუდმოგლეჯილი გაიქცა პარტიიდან” – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, მას სხვა რაიონულ ორგანიზაციებთან დაკავშირებით მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ რა, ნოტარიუსები ვართ? “- ვახტანგ ხმალაძე მთავრობას მიმართავს
შემდეგი სტატიასუს-ი საგაზეთო მასალასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს