სუს-ი საგაზეთო მასალასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

“გაზეთ “ქრონიკა პლიუსის“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარია, რომ თითქოს, სუს-ის თანამშრომელი ვახო ძიძიშვილი მოქალაქე მანანა მიქავას 50 000 დოლარს სძალავს.

ვახო ძიძიშვილი არ არის სუს-ის თანამშრომელი, კარგი იქნებოდა მასალის გამოქვეყნებამდე გადაემოწმებინათ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან და ცალმხრივად არ გასულიყო მასალა.

P.S. როგორც გავარკვიე, ვახო ძიძიშვილი კუდ-ის თანამშრომელი იყო, რომელიც 2010 წელს გაუშვეს სამსახურიდან და თაღლითობისთვის იხდიდა სასჯელს”.

banner
წინა სტატიაში“რაც უფრო მეტი ამგვარი მოღალატე დატოვებს ჩვენს რიგებს, მით უკეთესია”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე გამოძიების ახლა დაწყება სამარცხვინოა