რაც პანკისში მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა – თურნავა

კონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს სამწუხარო გაუგებრობას უწოდებს.

“ამ გაუგებრობამ, ასე ვუწოდებდი მე მას – წარმოაჩინა მთელი რიგი ობიექტური პრობლემა. პირველ რიგში, როდესაც ასეთი გაუგებრობა ხდება, რა ძალისხმევა და კომუნიკაციაც არ უნდა ყოფილიყო ამის წინ, მაინც მეტი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

არის ობიექტური პრობლემები, რომელიც წარმოაჩინა ამ შემთხვევამ, ამ გაუგებრობამ. ობიექტური არის (და ეს არ არის ერთეული შემთხვევა) ის ფონი, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება ჰესებთან დაკავშირებით.

ჩვენ მოგვმართა კომპანიამ, ვისაც აქვს კანონიერად გაცემული სამშენებლო ნებართვა უკვე წელიწადნახევარია, მოითხოვა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების პირობების შექმნა. ასეთ დროს ჩვენ ვალდებულები ვართ, ვაცნობოთ შინაგან საქმეთა სამინიტროს.” განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში

banner
წინა სტატიაშიყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიადღეს გიორგობაა