რაც არ მომხდარა, რატომ უნდა გავცე პასუხი -პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევაზე

“ჯერ ერთი, რაც არ მომხდარა, რატომ უნდა გავცე პასუხი, არ არის ეს ნორმალურიო პრაქტიკა,“- ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ანა დოლიძის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას.

პრეზიდენტის თქმით, მისთვის იუსტიციის საბჭოდან არავის მიუმართავს წინადადებით, რომ ანა დოლიძე საბჭოს შემადგენლობიდან გაიწვიოს და შესაბამისად, ის ვერ უპასუხებს ამ შეკითხვას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ის ცოტა ხანია, რაც პრეზიდენტია და იუსტიციის საბჭოს მუშაობას აკვირდება და ამ ეტაპზე ვერ ხედავს მიზეზს, რომ ანა დოლიძე გაიწვიოს.

„საერთოდ ახალი მოსული ვარ, გავიდა სამი კვირა არა. ვაკვირდები იუსტიციის საბჭოს მუშობას. დღეს ვერ ვხედავ, არ ვიცი ხვალ იქნება თუ არა, ვერ ვხედავ, რა მიზეზით უნდა გავიწვიო ჩემი წინამორბედის დანიშნული პირი,“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს”
შემდეგი სტატია,,ე.წ პრეზიდენტის პირველი საერთო ბრიფინგი და ივანიშვილის პირველი დავალების შესრულებაც…გაიხარე ერო ბედნიერო!!!”