რა წარწერა დაურთო ამირან გამყრელიძის ინფორმაციას ჯაღმაიძემ

ღვთის წყალობითო?! ექიმებსაც სჭირდებათ თურმე ღვთის წყალობა?- ასე ეხმიანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამირან გამყრელიძის განცხადებას.

დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე განაცხადა, რომ თუ მომავალი ერთი თვე ასეთი დუნე გზით წავედით, შემთხვევების ზრდა იქნება. არ გვინდა რომ ეს იყოს ასეულები. 5–10–15 შემთხვევა თუ იქნება დღეში, ამას მოერევა ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რთული იქნება, თუ ეს ნახტომისებური იქნება. ნახტომისბერი ჯერ არ არის ღვთიწყალობით“.

ამირან გამყრელიძის ეს განცხადება ჯაღმაიძემ ფეისბუქზე გააზიარა და წარწერა დაურთო.

„ღვთის წყალობითო?! ექიმებსაც სჭირდებათ თურმე ღვთის წყალობა?

“თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი” (ფს.126.1)“,- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

banner
წინა სტატიაშილევ ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება