რა გვაქვს დასამალი?! – გოგი წულაიას სასამართლო სხდომა დაიხურა

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში პოლიტიკოს გოგო წულაიასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, დაცვის მხარე კი გირაოს ითხოვს. მოსამართლე, ზვიად ჩარაძემ სხდომა დახურა. მისი თქმით, საქმე შესაძლოა სქესობრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რასაც წულაიას პროტესტი მოჰყვა. მისი განცხადებით, საქმეში დასამალი არაფერია.

“რა გვაქს დასამალი, დააფიქსირეთ, რომ დახურვის წინააღმდეგი ვიყავი”, – თქვა მან.

ადვოკატ, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მტკიცებულებები ბრალის წარდგენის საფუძველს არ იძლევა, არ არის წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნები. მისი თქმით, ბრალდება, სავარაუდოდ, წინასწარ იყო წარდგენილი დასკვნების გარეშე.

პროკურორის განცხადებით, საქმეზე არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ვიდეო მასალა და სხვა მტკიცებულებები აქვთ.

“ვიდეო მასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა შემდეგ, როცა ბატონმა გოგი წულაიამ განახორციელა 138-ე მხულის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგი, ბრალეული ქმედება”, – თქვა მან.

ადვოკატის მოლოდინით, წულაიას წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიბუაძე “ოცნებაზე” და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე – მოიქცა როგორც ველური ძალა
შემდეგი სტატიაკონგრესში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, აშშ უკრაინას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობების გაძლიერებაში დაეხმარება