“რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ჩვენ შინაგან რწმენას, ჩემ შინაგან სამყაროს ვერაფერი დააკლდება”

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ჩვენ შინაგან რწმენას, ჩემ შინაგან სამყაროს ვერაფერი დააკლდება. ვიცი, რისთვის ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცი, რამხელა სიკეთე შეუძლია ამ ქვეყანაში თითოეულ თქვენგანს თუ გავერთიანდებით და უარს ვეტყვით ჭაობს, – ამის შესახებ „ლელოს“ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზარაძემ აღნიშნა, მისი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიზეზი ანაკლიის პორტია.

„ეს საქმე არ არის მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის, ეს არის გეოპოლიტიკური საქმე. ეს საქმე დაიწყო მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყანაში გაჩერებულიყო ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი. მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი. როდესაც მაიკლ პომპეო გამოვიდა ვაშინგტონში ბრიფინგზე იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრთან და თქვა, სასწრაფოდ ააშენეთ ანაკლიის პორტი, ამოიღეთ მეორე დღეს კარასინის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქვა, ქართველებმა ან ანაკლია აარჩიეთ, ან ჩვენთან დაალაგეთ ურთიერთობა. სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები შეეწირა ამ საქმეს, რატომ? იმიტომ, რომ ვიღაცას უნდა დაბრალებოდა ეს ყველაფერი. ორი წელი გავიდა არანაირი მოძრაობა ამ პროექტის მიმართ არ არის. ანაკლია ნიშნავს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკაში და ჩვენს სამეზობლოში ძალიან სერიოზული მოთამაშის გაჩენას, ანაკლია ნიშნავს 10 000 სამუშაო ადგილს. ანაკლია არის პროექტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 60-იან წლებში დაიწყეს. ამიტომ, ეს არის ჩვენი წინაპრების და ქართველი ხალხის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა, „ოცნებამ“.

გპირდებით, რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ შინაგან რწმენას, ჩემ შინაგან სამყაროს ვერაფერი დააკლდება. ვიცი, რისთვის ვიბრძვი ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცი რამხელა სიკეთე შეუძლია ამ ქვეყანაში თითოეულ თქვენგანს თუ გავერთიანდებით და უარს ვეტყვით ჭაობს. ეს არის ჭაობი, თუ გინდათ დარწმუნდეთ, რატომ არის ჭაობი, დიდი ბოდიშით და შებრძანდით საპირფარეშოში. რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, სასამართლომ, პროკურატურამ. მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ ძალიან ამაყი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

წინა სტატიაშიპროკურორი: ჯაფარიძის, ხაზარაძისა და წერეთლის ადვოკატების მიერ წარმოთქმული დასკვნითი სიტყვა საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი- ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრაზე გლობალური მდგრადობის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ