რა ბრძანება გასცა გიორგი გახარიამ

“პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაავალა, ორშაბათს წარმოადგინონ კერძო სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიულად განაწილებული სია, იმისთვის, რათა არსებობდეს წინასწარი მზაობა კორონავირუსით ინფიცირებულთა შესაძლო ზრდის პირობებში, სამინისტროსთან სრული კოორდინაციით მოქმედებისთვის.

ჯანდაცვის სისტემა სრულად იყოს მზად პაციენტების მისაღებად რეგიონულ და რაოდენობრივ ჭრილში, შესაბამისი პროფილის მედიკოსების კორპუსი კი იყოს მზად, როგორც დისტანციურად გაუწიოს კონსულტაციები რეგიონულ საავადმყოფოებს, ასევე მართოს ეს ნაკადები და ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალისტი მედიკოსების რაოდენობა.

აუცილებელია პროფესიონალი, უმაღლესი კლასის შესაბამისი პროფილის მედიკოსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რეგიონულ საავადმყოფოებს დისტანციურად გაუწევენ შესაბამის კონსულტაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა ნაკადები იმართოს-აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.

banner
წინა სტატიაშიჭიაბერაშვილი: გადასახადებმა უნდა დაიწიოს და არა გადავადდეს
შემდეგი სტატიაშვეიცარია, ნორვეგია, დანია-საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან