ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული სავარაუდოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გახდება

ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული სავარაუდოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი გახდება-ინფორმაციას ქვემო ქართლის ტელევიზია ავრცელებს.სატელეფონო საუბარში ცოფურაშვილი ადასტურებს, რომ გუბერნატორის ვაკანტურ პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე ინფორმაციით პრემიერი ჩვენს რეგიონში ახალ გუბერნატორს სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს.
გოჩა ცოფურაშვილი 1994 – 1995წ. ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში ეკონომიკური სამსახურს ხელმძღვანელობდა. 1995 – 1996წ გახლდათ ბოლნისის რაიონის გამგეობის თავჯდომარის პირველი მოადგილე. შემდეგ ბოლნისის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე. 1998 – 2000წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქვემო ქართლის საფინანსო ადმინისტრაციის უფროსი. 2001- 2003წ . მარნეულის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 2003 – 2006წ. მარნეულის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
31/07/2014 -დან დღემდე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ დევნილთა შემწეობის 60 ლარამდე გაზრდას ითხოვს
შემდეგი სტატიამმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია