შს მინისტრის ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ე.წ. საპოლიციო შემოწმება ხორციელდება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, შემოწმება დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
საპოლიციო შემოწმებები საქართველოში გარკვეული პერიოდულად ტარდება. უცნობია, როდემდე გაგრძელდება აღნიშნული ღონისძიებები.