ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანზე ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ყველა საარჩევნო უბანზე დღეს ამომრჩეველი ხმის მიცემას ახალი დიზაინის კაბინაში შეძლებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კაბინები წინა მხრიდან ისეა ამოჭრილი, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. მათივე ცნობით, ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

არჩევნების პირველ ტურში, 2 ოქტომბერს რემოდელირებული კაბინები მხოლოდ თბილისში იყო გამოყენებული, რის შემდეგაც, ცესკო-მ ახალი დიზაინის კაბინების ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკუჭავა – ხმა მივეცი კახა კალაძეს