ქვეყანაში პრორუსული განწყობის მატებას სანდრო ბრეგვაძე NDI-ს კვლევების შედეგებს უკვაშირებს

სანდრო ბრეგვაძე სოციალური ქსელით ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება.

,,NDI-ის კვლევებს თუ დავუჯერებთ მაშინ ესეთ სურათს მივიღებთ.კვლევა ჩატარებულია მანამდე სანამ კოალიცია დაიშლებოდა.კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან რესპუბლიკელებს-3%,ხოლო ფორუმს,კონსერვატორებს,მრეწველებს 2-2 პროცენტი მაინც ხომ აქვთ???ჯამში გამოდის 6% .თუ შევკრიბავთ გამოვა,რომ კოალიციის 4 პარტიას დაახლოებით 8-9 პროცენტი აქვს.ქართული ოცნების 15% რომ გამოვაკლოთ დანარჩენი სუბიექტების 9% გამოდის, რომ ოცნების რეიტინგი 6%-ია ანუ ხელისუფლება ძლივს ლახავს ბარიერს.ბოდიში პატივცემულ NDI მაგრამ ქართველები დებილები გგონივართ, ერთუჯრედიანები თუ განუვითარებლები??? ესეთ ტყუილს 5 წლის ბავშვს არ აკადრებენ!!!!! მერე დაიწყებთ რატომ იმატებს პრორუსული განწყობებიო, რატომ და ესეთი სიცრუის ტირაჟირებით თქვენ ახდენთ დასავლური ღირებულებების დევალვაციას და ხელს უწყობთ პრორუსული განწყობების განვითარებას!!!!!”- წერს სოციალურ ქსელში ბრეგვაძე.

banner
წინა სტატიაში,,შემთხვევა, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს ასეთი დაბალი რეიტინგი, არ ყოფილა”
შემდეგი სტატიაLed Zeppelin-ი სიმღერა Stairway to Heaven-ის მოპარვაშია ბრალდებული