,,ქვეყანას არა აქვს იმ ფუფუნების საშუალება, რომ ექს-პრეზიდენტები და ექს-პრემიერები კერძო ცხოვრებაში იკეტებოდნენ”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება, არჩევნებში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით:
,,ვისურვებდი, რომ ქვეყნისათვის ძნელბედობის ჟამს რაც შეიძლება მეტი გამოცდილი ადამიანი იყოს სახელმწიფოს სამსახურში აქტიურად ჩაბმული. გიორგი მარგველაშვილმა გადაწყვიტა არასაარჩევნო-არაპოლიტიკური გზით გააგრძელოს ეს სამსახური, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას არა აქვს იმ ფუფუნების საშუალება, რომ ექს-პრეზიდენტები თუ ექს-პრემიერები კერძო ცხოვრებაში იკეტებოდნენ (ან კიდევ უარესი…).

ქვეყანას სჭირდება მოქალაქეობრივად აქტიური ავტორიტეტული ადამიანები სკამების და თანამდებობების გარეშე. სკამის და თანამდებობის ავტორიტეტი შარშანდელ თოვლზე უფრო სწრაფად წარმავალია, ჩვენ კი მარადიულ ღირებულებაზე – ქართულ სახელმწიფოზე და სახელმწიფოებრივ ტრადიციებზე ვსაუბრობთ “- აცხადებს უსუფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად საქართველოდან ზაზა ხალვაშის „ნამე“ გაიგზავნება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო