ქვეყანამ ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს და იარაღი ასე უბრალოდ არავის გადასცეს – რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ქვეყანამ ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს და იარაღი ასე უბრალოდ არავის გადასცეს.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას, რომელშიც მან თქვა, რომ „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი საქართველოს მთავრობას არ ესმის, ვის მხარეს უნდა იყოს“.

„როგორ შეიძლება, იარაღი ასე გადასცე. ასე უბრალოდ აიღო იარაღი და გადასცე, მე შენ გეტყვი უამრავი ბუკი და საჰაერო დაცვის სისტემა გვაქვს. გენერლებსაც, რომ ჰკითხოთ ისინიც ამბობენ, რომ არის იარაღის რაღაც მინიმუმი, რომელიც არ შეიძლება, გადასცე. ელემენტარული თავდაცვისუნარიანობა უნდა შეინარჩუნო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სია საზოგადოებისთვის ხვალ ან ზეგ გახდება ცნობილი და მასში აუცილებლად მოხვდება რატი ბრეგაძე – ხაჭაპურიძე
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, მოწყვლადი უკრაინელი ბავშვიანი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს