ქუთაისში მსახიობები “თეთრი ხალათების” აქციას სპეციალური ფორმით შეუერთდნენ

ქუთაისში მესხიშვილის თეატრის მსახიობები ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად დღესაც შეიკრიბნენ.

მსახიობები “თეთრი ხალათების” აქციას ექიმების სპეციალური ფორმით შეუერთდნენ. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

“აღმაშფოთებელია ოკუპანტების მიერ ექიმის დაკავება. ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და დღეს ეს არის ნომერ პირველი პრობლემა,”-განაცხადეს მსახიობებმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ოპოზიციას კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის ბრალდებები აბსურდულია