ქუთაისში მდინარე დააბეტონეს

ქუთაისში, მდინარე ოღასკურაში ბეტონი დაასხეს.

საუბარია მდინარის იმ მონაკვეთზე, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიედინება.

როგორც ადგილზე მყოფი მუშები ქუთაისიპოსტთან საუბარში აცხადებენ, კალაპოტის დაბეტონება იმ მიზნით მოხდა, რომ თავიდან იქნას აცილებული მდინარეში ნარჩენებისა და ქვა-ღორღის დაგროვება. მათი თქმით, მდინარეს, ასევე, გაუკეთდება ბეტონის ჯებირები. ადგილზე აღნიშნავენ, რომ მდინარის კალაპოტის დაბეტონება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს წყლის სწრაფ დინებას, მეორეს მხრივ კი ბეტონის ჯებირები დაიცავს მას კალაპოტიდან გადმოსვლისგან

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველ პარტიას გართულებოდა საკუთარი კანდიდატურის გამოკვეთა… ამისთვის ვიმუშავე ერთი წელი”
შემდეგი სტატია„ეს მართლაც შემაშფოთებელია“ – გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე