„ეს მართლაც შემაშფოთებელია“ – გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საარცევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინტერვიუ მძიმე მოსასმენი იყო:

„ეს იყო ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება ძალიან ბევრ საკითხზე. მან ბოლომდე დაიცვა ფარცხალაძე, მან ასევე აღიარა, რომ მარიხუანას საკითხში მას ფინანსური ინტერესი აქვს. უკიდურესად მძიმე იყო მისი მოსმენა 2008 წლის ომთან დაკავშირებით, როცა ისევ საქართელო დაადანაშაულა. შემაშფოთებელი იყო, როცა მან დაიცვა ყველა კორუმპირებული ჩინოვნიკი. ეს არის შემაშფოთებელი. ფარცხალაძეები, როგორც ჩანს, ყველას მოგვადგებიან სახლში, ყველას ფიზიკურად გაგვისწორდებიან”,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მდინარე დააბეტონეს
შემდეგი სტატიაფონდი “იავნანა” ივანიშვილს პასუხობს