ქუთაისში 32-ე სკოლის კლასტერი გაფართოვდა, სადაც ინფიცირების კიდევ 10 შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისში 32-ე სკოლის კლასტერი ფართოვდება, სადაც კორონავირუსის დაინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა სკოლის კლასტერს უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად სკოლის კლასტერის გაზრდისა, ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის, რაც შეეხება საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს.

გუშინ ლაბორატორიაში 1134 ნიმუში შემოწმდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატია” ეპიდსიტუაციამ გვანახა, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისთვის”