გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო დღეს გაგრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირის წინა სასამართლო სხდომა დღეს გაგრძელდება. ამჯერად საუბარია ძალადობის ორგანიზებასა და გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე.

პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ. ბრალდებულთა ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ.

ისინი დაკავებულთა პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან.

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაქუთაისში 32-ე სკოლის კლასტერი გაფართოვდა, სადაც ინფიცირების კიდევ 10 შემთხვევა გამოვლინდა