ქუთაისის 31-ე სკოლაში ინფექცია 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კოვიდ 19-ია, რომელიც ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაინფიცირებულია მათი მშობელიც.

თვითიზოლაციაში გადავიდნენ დაავადებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები. მთელი სკოლის ონლაინრეჟიმში სწავლების გაგრძელების შესახებ მოსწავლეთა ნაწილს ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც ისინი დილიდან სკოლაში მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ ისინი სახლებში გააბრუნა.

banner
წინა სტატიაშიამოვიდა ყელში, 8 წელი ჩემს ქვეყანაში ვერ შევსულვარ იმის გამო, რომ შიშები აწუხებს ერთ კაცს და ღამე ვესიზმრები
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი