ამოვიდა ყელში, 8 წელი ჩემს ქვეყანაში ვერ შევსულვარ იმის გამო, რომ შიშები აწუხებს ერთ კაცს და ღამე ვესიზმრები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში იმის გამო ვერ შემოდის რომ “ერთ კაცს” შიშები აწუხებს და სხვადასხვა ბრალდებებს უყენებს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარ აქცენტები” ისაუბრა.

ამოვიდა ყელში, 8 წელი ჩემს ქვეყანაში ვერ შევსულვარ იმის გამო, რომ შიშები აწუხებს ერთ კაცს და ღამე ვესიზმრები და ამის გამო გასცა ბრძანებები, რომ ხან “პიჯაკები” დამაბრალონ, ხან გარეჯის გაყიდვა, ხან კიდევ რაღაცა უბედურება. ერთი უცხოელი, რომ იჯდეს ჩვენს უზენაეს სასამართლოში ეგრევე გადაუყრიდა ყველას, ყველა უსამართლო ბრალდებას უკან და ეს უნდა შეეხებოდეს ყველა შემდგომ მთვრობას, ეს არის ჩემთვის ძალიანა პრინციპული საკითხი, – თქვა სააკაშვილმა

შეგახსენებთ, რომ ე.წ. პიჯაკების საქმის გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება.

ცნობისთვის, პროკურატურამ უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმის გამოძიება დაიწყო.საუბარია 2006-2007 წლების პერიოდზე. საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთს. საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას გეგმავს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საბაბი გახდა რუკები, რომელიც ქართულ მხარეს კრემლთან დაახლოებულმა, წარმოშობით ქართველმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: პირადი წყენები ყველამ თავისთვის უნდა შეინახოს, როცა საქმე ეხება საქართველოს ყოფნა არყოფნას
შემდეგი სტატიაქუთაისის 31-ე სკოლაში ინფექცია 2 მოსწავლეს დაუდასტურდა