ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა

ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი სიძეზე გაბრაზებული სიდედრი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ქუთაისელმა განუცხადა, რომელიც მომხდარის შესახებ არის ინფორმირებული.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში ქალბატონმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა.
“სიდედრმა დარეკა აეროპორტში და იკითხა, გაფრინდა თუ არა უკვე ქუთაისი-ვარშავის რეისი. როდესაც ოპერატორისგან პასუხად დასტური მიიღო, ქალბატონმა მას უთხრა – ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო…”, – აღნიშნა ინფორმირებულმა წყარომ.
ოფიციალური ინფორმაციით კი, ზარის ავტორი დადგენილია. როგორც აეროპორტების გაერთიანებიდან იუწყებიან, გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. დეტალებს გაერთიანებაში არ აკონკრეტებენ.
შეგახსენებთ, რომ “საქართველოს აეოპორტების გაერთიანების” განცხადებით, 25 ოქტომბერს “ვიზეარის” რეისმა W6 1576 ქუთაისი – ვარშავის მიმართულებით იძლებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ, ხაშოგის მკვლელობის გამო საუდელებს ვიზას გაუუქმებს
შემდეგი სტატიანატო ევროპაში ახალი ბირთვული რაკეტების განლაგებას არ აპირებს