ქუმსიშვილმა ლარის გაუფასურებაზე კომენტარი არ გააკეთა

news
ავტ.: news დეკემბერი 13, 2016 21:09

ქუმსიშვილმა ლარის გაუფასურებაზე კომენტარი არ გააკეთა

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ვიდრე ქუმსიშვილი პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე ფრაქციების კითხვებს პასუხობდა, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და ის 2.69 თეთრი გახდა.

ჟურნალისტების კითხვას ეროვნული ვალუტის ყოველდღიურ გაუფასურებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ არ უპასუხა.

news
ავტ.: news დეკემბერი 13, 2016 21:09