“ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს აშშ-ის დეპარტამენტისგან მხარდაჭერა არ აქვს”

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 17:37

“ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს აშშ-ის დეპარტამენტისგან მხარდაჭერა არ აქვს”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მიესალმება და ამბობს, რომ მასში საქართველოს მიმართ მხარდაჭერაა გამოხატული.

მისივე თქმით, დეპარტამენტის განცხადებაში საქართველოში არსებული პროგრესის თაობაზე ღიად არის აღნიშნული.

„პროგრესია პირველ რიგში, როგორც ეს განცხადება ადასტურებს, სასამართლო სისტემის გაუმჯობესების ნაწილში, ასევე, ისინი მიესალმებიან დიალოგს საარჩევნო მოდელზე, რომელიც ჩვენსა და ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარეობს. ეს მოწმობს იმას, რომ ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან არავითარი მხარდაჭერა არ აქვს და არ ექნება. ამიტომ, ოპოზიციას ისღა დარჩენია, მაგიდას კი არ გაექცეს, არამედ დარჩეს მოლაპარაკების რეჟიმში და იფიქროს იმაზე, თუ როგორ გახდეს უფრო კონსტრუქციული. მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ ისინი გარკვეული არგუმენტებით და პასუხებით მოვლენ. სახელმწიფო დეპარტენტის განცხადებაში, ასევე, მინიშნებულია რომ ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას ქვეყნის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებაა ეს, რომელიც ამბობს, რომ პროგრესია სასამართლო სისტემაში. ეს თქვა ასევე საელჩოების არაერთმა წარმომადგენელმა და პირველ რიგში თავად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელმძღვანელმაც, ქალბატონმა რუდმა რამდენიმე დღის წინ. კარგია, რომ რეალურად არსებობს კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში არის პროგრესი. ისინი, ასევე, მოუწოდებენ, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ერთგულება იმ პრინციპებისადმი, რომელიც არის სამართლის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ეს ის პრინციპებია, რომლითაც მოვედით ხელისუფლებაში. ამ პრინციპებისადმი ერთგულება გაგრძელდება“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის განმარტებით, განცხადებაში არსად არ არის ნათქვამი, რომ ქართული სასამართლო და პროკურატურა პოლიტიკურია.

„არსად არის განცხადებაში ნათქვამი, რომ პროკურატურა არის პოლიტიკური. ნათქვამია, რომ ისინი მიესალმებიან პროგრესს და მხარდაჭერას უცხადებენ ქვეყნის განვითარებას, რომ მოუწოდებენ ჩვენს ხელისუფლებას ერთგულებას იმ პრინციპებისადმი, რაც არის ჩვენი პრინციპები. ანუ, სამართლის უზენაესობას, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ სასამართლოს. თქვენ ნახეთ არაერთი კვლევის შედეგი, რომ ჩვენი რეფორმების წყალობით, საზოგადოების 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმებმა საქართველოს მოუტანა უფრო დამოუკიდებელი და ნეიტრალური სასამართლო, ვიდრე იყო მანამდე“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

region
ავტ.: region დეკემბერი 24, 2019 17:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,594
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics