ქსენია სობჩაკს თბილისურ ბარ ,,დედაენაში,, ანტისაოკუპაციო რეგლამენტით დახვდნენ (ვიდეო)

პუტინის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი, რომელიც ამჟამად თავისი ტიკტოკ არხისთვის გადაცემებს აკეთებს, თბილისში, ანტისაოკუპაციო რეგლამენტით ცნობილ ბარ ,,დედაენას,, ეწვია, სადაც მის მფლობელ დათო ლაფაურს გაესაუბრა.

საუბარი შეეხო ბარ ,,დედაენას,, ე.წ. რეგლამენტს, რომლის მიხედვითაც ამ ბარში შესვლის მსურველმა რუსეთის  ყველა მოქალაქემ, გარკვეული ,,ვიზა ანკეტა,, უნდა შეავსოს და ხელი უნდა მოაწეროს.

ანკეტაში, სხვა პუნქტებთან ერთად, მითითებულია, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და მას საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

როგორც ბარის მფლობელმა სობჩაკთან საუბარში აღნიშნა, მის ობიექტში ვერ მოხვდებიან რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებმაც არჩევნებში პუტინს ერთხელ მაინც მისცეს ხმა  და მათ შორის თავად ქსენია სობჩაკიც.

რუსი ჟურნალისტი საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა გადაცემის მსვლელობისას და აშკარად ჩანდა, რომ მსგავსი მიდგომა, მას რუსების დისკრიმინაციად მიაჩნია.

 

https://youtu.be/mugp2OT6zWo

 

banner
წინა სტატიაშიდემნა გვასალია: ამ შოუს სცენა სიმართლის ძიების მეტაფორაა
შემდეგი სტატიაუკრაინული მედია – რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს