ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
რეინჯერი გოჩა ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა ჩ-მ საქართველოს მოქალაქეს
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის
უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად
გამოართვა 3500 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6- დან 9 წლამდე).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

banner
წინა სტატიაშილადო სადღობელაშვილი: მიშამ მომხრეები დინამოს სტადიონზე შეკრიბა და რამოდენიმე დღეში არჩევნები წააგო
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა