ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.

ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით გადაეცა. როგორც კი ეს პროცესი დასრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება.

პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელ პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: – ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება.

პროექტის ავტორი უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციებია: “ქართული ოცნება”, “ქართული ოცნება – კონსერვატორები”, “ქართული ოცნება – მრეწველები”, “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი”. პროექტის ინიციატორი კი 80 დეპუტატია – მათ შორის არიან ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები.

იმის მიუხედავად, რომ “რესპუბლიკელები” ქორწინების თემაზე საკონსტიტიციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან პროექტს ორი დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერს ხელს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურაში ჟურნალისტ ლაშა ბერულავას დაკითხვა დასრულდა
შემდეგი სტატიაქუთაისში მერის გადადგომას ითხოვენ