ქობულეთში საფლავები გაქურდეს

ქობულეთში საფლავები გაქურდეს. წაღებულია საფლავების ღობეები და მოხსნილია ჭიშკრები. შემთხვევა ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე მოხდა.

გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ ბოროტმოქმედებმა რკინის კონსტრუქციები სავარაუდოდ ლითონის გადამამუშავებელ პუნქტში ჩააბარეს. ადგილობრივები მომხდარს მძიმე სოციალურ პირობებს და დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებენ.

„დაიწყეთ ჯერ ფინანსებიდან. კაცს გაუჭირდა მოვიდა სასაფლაოზე, მოიპარა რაღაც. ჯართის ჩამბარებლები ქვეყანა არის. წავიდა და ჩააბარა ჯართი. ოჯახმა უნდა მოიკლოს ახლა რაღაც რომ ეს გააკეთოს. ხოდა იმის შიშით უნდა იყო რომ ვინმემ არ მოპაროს რამე?!,“-განაცხადა ნინო ევგენიძემ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიროცა 2004-2012 წლებში ციხის კარებთან ვიდექი და ჩემი კომპანიები ჯვარზე იყო გაკრული, ნუგეშის „ესემესიც“ კი არავის გამოუგზავნია
შემდეგი სტატიაკრიმინალთან ბრძოლა სერიალებით – პრემიერის განკარგულებით, ბიუჯეტიდან მინისერიალის გადაღება დაფინანსდება