ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის ადვოკატი ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობით კმაყოფილია

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება.

როგორც ჟურნალისტებს პაპიძის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, ნაფიცი მსაჯულების შემადგენლობით კმაყოფილია. შერჩევის პროცესი არ გაჭიანურებულა და სხვა საქმეებზე შერჩევის პროცესი უფრო დიდხანს გრძელდება. მისივე თქმით დღეს მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან შუამდგომლობებს დააყენებენ და პროცესი 13 ივნისს განახლდება. პროცესს პაპიძეც ესწრება. საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ.

banner
წინა სტატიაში(video) სააპელაციოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე და რეაქციები დარბაზში
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: არ გამიკვირდა სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება