ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, კახა კალაძე მივიდა

ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.

ის ამ წუთებში ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა. ადგილზე იმყოფება ასევე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.

ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რომლის დასრულების შემდეგ გარდაცვლილთა ცხედრებს პროზექტურაში გადაასვენებენ.

ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშიგამოდის, რომ ჩვენი უსაფრთხოება ჩვენს თავზეა დამოკიდებული – „ყაზტრანსგაზის“ დროებითი მმართველი
შემდეგი სტატიაყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა დროულად აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება