ქეთევან ციხელაშვილი : საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კომფორტულადაა, სერიოზული არ არის

საუბარი იმაზე, რომ მაია ოთინაშვილი კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წითელ ჯვარს ჰქონდა დაკავებულის მონახულების საშუალება და ეს ინფორმაცია ოჯახს მიეწოდა. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გარკვეული ინფორმაცია გავრცელდა ოსური საინფორმაციო საშუალებებითაც. რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ ის კარგ პირობებშია და კომფორტულადაა, სერიოზული არ არის. მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადია ყველასთვის და პირველ რიგში ოჯახისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია და ამაზე ინფორმაცია გარკვეულწილად მიღებულია. ჩვენ ინტერესია, რომ დაკავებული ქალი გათავისუფლდეს. ასევე ჩვენი ინტერესია, რომ ადამიანებს საკუთარ სახლსა თუ ბაღში გადაადგილების საშუალება გააჩნდეთ; რომ ოსებსა და ქართველებს, ამ ხელოვნური მავთულხლართებისა და ბარიკადების ორივე მხარეს, ერთმანეთთან მისვლის გზები და გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩვენს ინტერესშია, რომ მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტები არ ხდებოდეს. ამისათვის ყველანაირი მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის მედიამ გუშინ გატაცებული ოთანიშვილის ფოტო და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოთანიშვილი თავს კარგად გრძნობს და მას კარაგდ ექცევიან

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის ადვოკატები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, უცხოელ სპეციალისტებს გადაუგზავნიან
შემდეგი სტატიაზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველების სია