ქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს საბინა ლოიტჰოიზერ-შნარენბერგერს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია.

სახელმწიფო მინისტრმა მისი განხორციელების მიმდინარეობა მიმოიხილა და დეტალურად ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომლებსაც ინიციატივა გულისხმობს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერის როლსა და მნიშვნელობას.

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციითაც დაინტერესდა. ქეთევან ციხელაშვილმა მას ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და სირთულეებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის ბოლოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ
შემდეგი სტატიამე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება – ომბუდსმენი “თბილისი პრაიდზე”