მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება – ომბუდსმენი “თბილისი პრაიდზე”

მე ვიქნები ყველგან, სადაც გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნება – იმედი მაქვს, შსს კრიმინალს ადეკვატურ პასუხს გასცემს – ეს განცხადება, საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთა.

ნინო ლომჯარიამ “თბილისი პრაიდის” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ლგბტ თემის მიმართ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებზე ისაუბრა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გამოხატვა აღარ არის, თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა.

“ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ოღონდ ეს გამოხატვა უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოხატვა არ არის, თუკი მისი მიზანია დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს არის კრიმინალი და იმედია, კრიმინალს შსს გასცემს შესაბამის – ადეკვატურ პასუხს.

მე ვიქნები ყველგან, სადაც შეექმნება საფრთხე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. ჩემთვის ცნობილი არ არის, სად და რა ფორმით იმართება ეს ღონისძიება, მაგრამ ვიქნები ყველგან, სადაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვა”,- განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიაპროკურატურის შუამდგომლობით კიდევ ორი მსჯავრდებული გამართლდა