ქეთევან ციხელაშვილი: არასწორია სპეკულირება, თუ ვის ინტერესშია კონფლიქტი

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ყირგიზეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტის პატივისცემას ეფუძნება.

ციხელაშვილის განმარტებით, ყველამ კარგად იცის, თუ ვის ინტერესშია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გადაუჭრელი კონფლიქტების არსებობა.

“აქ ერთი მთავარი აქტორი რუსეთი ფიგურირებს სხვადასხვა კონფიგურაციით, ამიტომ არასწორია სპეკულირება, თუ ვის ინტერესშია კონფლიქტი. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შეგვეძლო თუ არა თავიდან აგვეცილებინა ასეთი ღია პროვოკაცია. ჩენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის პროვოკაცია”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, ყირზგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ 2008 წლის კონფლიქტის აცილება ორივე მხარეს შეეძლო.

“სამხედრო გზას მხოლოდ ჩიხამდე მივყავართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ყირგიზეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, რადგან ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრინციპი იყოს. სამწუხაროდ, ვთვლი, რომ არასდროს არაა ისე, რომ მომხდარში მხოლოდ ერთი მხარე იყოს დამნაშავე.

როგორც ჩანს, ზოგჯერ, საჭირო იყო საკუთარი სიამაყის დაძლევა და არ შეიძლებოდა იმის დაშვება, რაც ახლა გაგვაჩნია. მგონია, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ვფიქრობ, დღესაც არ უნდა გვქონდეს პოზიცია – შენ სულელი ხარ. საჭიროა მოლაპარაკებებზე გადასვლა, სამხედრო გზით ეს პრობლემა არ გადაიჭრება”, – განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევიმ.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში „შუმბა ლენდი“ გაიხსნა
შემდეგი სტატია“ხვავი და ბარაქა მინდა ვუსურვო ყველას”- პრემიერი მოქალაქეებს “თბილისობას” ულოცვას