ქედაში კარიერის აფეთქებასთან დაკავშირებით დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მტკიცებულებათა განადგურების საფრთხის შესახებ ბრალდების მხარის მოსაზრება გაიზიარა, ხოლო გირაოს შეფარდებაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარე და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

„არ მაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნას, მაგრამ გავასაჩივრებთ. არ იყო საჭირო პატიმრობა, ასეთი მკაცრი სასჯელი, როცა ჯერ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის ცნობილი, რამე ბრალეულობაზე რომ იმსჯელო“, – განაცხადა ადვოკატმა, ვაჟა ხახუტაიშვილმა.

პროკურატურა საქმეზე სხვა პირების დაკავებასაც არ გამორიცხავს.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

შემთხვევა სოფელ დოლოგანში 31 ოქტომბერს მოხდა. კარიერის აფეთქების შედეგად, 6 წლის ბავშვს ქვის ნატეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ადამიანს ეუბნებიან, დასველდი, გაცივდი, მოკვდი, მე ვარ უტიფარი ხელისუფლებაო” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიაარჩევნების მეორე ტურისთვის საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები გააქტიურდნენ-საგარეო უწყება