ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 59 პაციენტი მკურნალობს.

როგორ ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

“ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 59 პაციენტი აგრძელებს. გუშინ 1 პაციენტის მცხეთის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს. პაციენტის გადაყვანის მიზეზი ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ამ დროის ყველა პაციენტი არის ჟანგბად დამოკიდებული, საშუალო სიმძიმის პაციენტი. ვაგრძელებთ პაციენტების მიღებას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაპარლამენტის საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს გაიხსნება