ქართველმა ჟურნალისტმა 9 მაისი გერმანელებს მიულოცა

ჟურნალისტი კახაბერ ადამია ფეისბუქში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური იმპერიის დამარცხების დღეს, 9 მაისს, გერმანელ ხალხს ულოცავს.

გამარჯვებული ქვეყანა მაშინ ხარ, როდესაც შენი ხალხი შენს მტერზე უფრო უკეთ ცხოვრობს…
საბჭოთა ხალხებს არასოდეს უცხოვრიათ გერმანელებზე უკეთ, ამიტომ 9 მაისი, უპირველეს ყოვლისა გერმანელ ხალხს უნდა მივულოცოთ, რომელიც მსოფლიოს ძალისხმევით 1945 წელს ფაშიზმისაგან განთავისუფლდა, ხოლო 45 წლის შემდეგ, მისი ტერიტორიის ნახევარი – კომუნისტური ჭირისაგან. დემოკრატიული გზით განვითარებამ, ეს ერი, ევროპის უძლიერესი და უმთავრესი ქვეყანა გახადა!
ისე, მაგარი სასაცილოა, რომ ქვეყანა, რომელიც დღემდე ,,ვოლგას,, და ,,ჟიგული-ლადას,, ვერ გასცდა, ,,მერსედესის,, ,,ბე-ემ-ვე-ს,, და ,,აუდის,, სამშობლოზე გამრჯვებას ზეიმობს 😃
გერმანიის საემიგრაციო სამსახურს ჰკითხეთ, ან ლტოლვილთა ბანაკები მოინახულეთ და მიხვდებით – ვინ მოიგო ომი და ვის აქვს საზეიმოდ საქმე

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დიასპორის მიმართულებით სტრატეგია ჯერაც გასააქტიურებელია
შემდეგი სტატიაზუგდიდში ზუტნერის მშვიდობის პრემია დაწესდა