ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში საახალწლო კონცერტი გამართეს

ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე კონცერტით აღნიშნეს. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ქართული ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები წარუდგინეს. საახალწლო ღონისძიებაზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ფასიანი საჩუქრები ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტაქტიკური დაჯგუფება „მანჩუ“-ს მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დევიდ უთლაუთი, ავღანეთის ნაციონალური ჯარის მე-4 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუჯტაფა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი და ჩეხი სამხედროები, ასევე ქართველი სამოქალაქო პირები.

ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნე და საზეიმო ტორტი გაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეხვდნენ ქალაქები ახალ წელს
შემდეგი სტატია“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი”-ბედობის ტრადიცია საქართველოში