ქართველმა ხალხმა ეს საყურადღებო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს და გასაბჭოება უნდა შეაჩეროს – სამადაშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე

“ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი განცხადებას აკეთებს და აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებებს ეხმაურება.

“მაშინ, როცა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილის განზრახვებზე საუბრობს და ქვეყნის პროევროპული კურსის ცვლილების საფრთხეებს ხედავს, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ეს საყურადღებო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს და გასაბჭოება უნდა შეაჩეროს.

სტრატეგიული მოკავშირის ყოფილი ელჩი გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმა არის დემოკრატიული არჩევნების ფაქტობრივად, გაუქმება, გაყალბებული ნომინალური არჩევნებით საკონსტიტუციო უმრავლესობის დაწერა და ამის შემდეგ ქვეყნის საგარეო კურსის ოფიცალური შეცვლა, ეს არის ძალიან საგანგაშო და საყურადღებო გზავნილი და ქართველი ხალხი უნდა დადგეს ფეხზე. უნდა შევაჩეროთ მცდელობა გასაბჭოების საქართველოს სახელმწიფოსი 30 წლის შემდეგ, რაც გამოვედით საბჭოთა კავშირიდან,“ – ამბობს სამადაშვილი

banner
წინა სტატიაშიუახლოეს დღეებში რუსული რეჟიმის პოლიტიკური ხერხემალი უნდა გადავტეხოთ – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაივანიშვილს ეს კანონი სჭირდება 2024-28 წლის შუალედში არასამთავრობო სექტორის და მედიის გასანადგურებლად – გოცირიძე