ქართველი ხალხი ბრძენია, რასაც დაუკვეთავს, ისე იქნება, მათ შორის ხელისუფლებისთვის – მანჯგალაძე

ყოფილმა პრეზიდენტმა რაც არ უნდა განცხადება გააკეთოს, ქართველი ხალხი ბრძენია, რასაც დაუკვეთავს, ისე იქნება, მათ შორის ხელისუფლებისთვის, ჩემთვისაც. გაზაფხულს იმაზე ადრე ვერავინ მოიყვანს, ვიდრე არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც მარგველაშვილი ამბობს: „ოპოზიციას აქვს ზედმეტი დამოკიდებულება პარტნიორებზე, არ უნდა მივყვეთ, რასაც გვეტყვიან საელჩოებში, პროტესტის ტალღა უნდა აგორდეს, მოხდეს რადიკალიზაცია“.

„რუსული კანონი“ არის ხაფანგი, რომელმაც შეიძლება, ქვეყანას სტატუსი დააკარგვინოს. ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი საფრთხის წინაშე დადგა. ჩემი მთავარი მთქმელი შინაგანი სინდისი და ქართველი ხალხია, სხვა მბრძანებელი არ მყავს. მათ შორის არც საელჩოებში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში რუსული დივერსიული ჯგუფებია შემოსული და აი, ამის დასტურიც მივიღეთ ისნის ტერაქტის სახით – სააკაშვილი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა