ქართველ პოლიციელთა ასოციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართველ პოლიციელთა ასოციაცია (Georgian Policemen Association) საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორგანიზაციამ სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა იმ პირთა ბრალეულობაც, რომლებიც გიგა ოთხოზორიას მკვლელთან ერთად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. ქართველ პოლიციელთა ასოციაცია მოითხოვს დაიწყოს არა მხოლოდ მკვლელის – რაშიდ კანჯი-ოღლის, არამედ მკვლელობის თანამონაწილეთა და დანაშაულის დამფარავთა დევნა.

„2016 წლის 19 მაისს, 2 წლის წინ, ზუგდიდის მუნიცეპალიტეტის სოფელ ხ უ რ ჩ ა შ ი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლული იქნა 31 წლის გიგა ო თ ხ ო ზ ო რ ი ა, რომელსაც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მისი მოკვლის მიზნით შემოყვნენ აფხაზეთის ე.წ. ,,მესაზღვრეები“ და ,,მებაჟეები“ (სულ 5 პირი): რაშიდ კანჯი-ოღლი, ალხას (ალიას) ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი და სერეგეი კორტენკო, რომლებმაც (უშუალოდ რაშიდ კანჯი-ოღლიმ) მდინარე ხურჩისწყალთან მდებარე გამშვებ პუნქტზე მყოფი საზოგადოების, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების თვალწინ, განსაკუთრებული სისასტიკით მ ო კ ლ ე ს ბ-ნი ოთხოზორია და მშვიდად დაბრუნდნენ ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რ-ის, სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე.

ოთხოზორიას მიმართ ამ პირთა ბრალეულობა (უშუალო მკვლელი – რაშიდ კანჯი-ოღლის გარდა) აშკარად გამოიკვეთა, როგორც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ,,საბაჟო“ პუნქტთან (არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა), ასევე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე (მკვლელობის თანამონაწილეობა), თუმცა რატომღაც საქართველოს შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელი გუნდის მიერ, ამ 4 პირის (ცვეიბა, კუტოღლი, კვეკვესკირი, კორტენკო) მიმართ სამართებლივი დევნა არც დ ა წ ყ ე ბ უ ლ ა.

მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 4 პირი, აშკარად ხელს უწყობდა მკვლელს განზრახვის აღსრულებაში, მათ წინააღმდეგ დევნის დაწყება არც უ ფ ი ქ რ ი ა თ. აშკარად მ ც დ ა რ ი ა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის კვალიფიკაციაც და 108-ე მუხლი – ,,განზრახ მკვლელობა“, 109-ე მუხლით – ,,განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში“ უნდა შ ე ი ც ვ ა ლ ო ს, ვინაიდან ბ-ნი ოთხოზორიას მკვლელობა, რომელიც მთელმა საქართველომ ლამის ლაივ რეჟიმში ი ხ ი ლ ა, აშკარად შ ე ი ც ა ვ ს საქ. სსკ-ის 109-ე მუხლის II ნაწილის ,,დ“ (განზრახ მკვლელობა ,,რასობრივი,რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყანარებლობის გამო“) და ,,ე“ (განზრახ მკვლელობა ,,ჯგუფურად“) ქვეპუნქტებითა და III ნაწილის ,,ბ“ (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ,,განსაკუთრებული სისასტიკით“) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ხოლო სამართებლივი დ ე ვ ნ ა უნდა განხორციელდეს არა მარტო უშუალო მკვლელის (რაშიდ კანჯი-ოღლის), არამედ მის თანამზრახველთა: 1. ალხას (ალიას) ც ვ ე ი ბ ა ს, 2. ბესიკ კ უ ტ ო ღ ლ ი ს, 3. არკადი კ ვ ე კ ვ ე ს კ ი რ ი ს და 4. სერგეი კ ო რ ტ ე ნ კ ო ს მიმართაც, რომლებმაც ოთხოზორიას მოკვლის მიზნით, გადმოყვნენ მას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ხელი შეუწყვეს მკვლელობის განზრახვის აღსრულებას.

ახლა მაინც გ ა ვ უ ს წ ო რ ო თ თვალი სიმართლეს, ბ-ნი ოთხოზორია მოკლეს ქართველობისთვის, სწორედ ეროვნული და ეთნიკური შ ე უ წ ყ ნ ა რ ე ბ ლ ო ბ ი ს ნიადაგზე და არა სხვა განზრახვით. 2018 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა რეზოლუცია – ,,რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, რომელიც ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობებში გარეული ყველა პირის, აგერეთვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, ღირსების შემლახავ მოპყრობაში და დანაშაულის დაფარვაში მხილებული, ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ სამართებლივ დ ე ვ ნ ა ს, სამართლის აღსრულების უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ა ს და მათ მიმართ სანქციების დ ა დ გ ე ნ ა ს ითვალისწინებს.

საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა პარლამენტს აღნიშნული სია, 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს. ვ ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე ბ თ რა შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელი გუნდის მიერ, ბ-ნი ოთხოზორიას მკვლელის, მკვლელობის თანამონაწილეთა და მათ მფარველთა დადგენა-დაკავებისა და დანაშაულში მხილებისათვის, რბილად, რომ ვთქვათ ხელიდან გ ა შ ვ ე ბ უ ლ დროს, სახელმწიფოს, მინისტრთა კაბინეტს, შს მინისტრს, პარლამენტს და საზოგადოებას ვ თ ა ვ ა ზ ო ბ თ იმ პირთა ს ი ა ს, რომლებიც უშუალო კავშირშია ბ-ნი ოთხოზორიას მკვლელობასთან, დამნაშავეთა დაფარვასთან და მფარველობასთან, იმ გარემოების გათვალისწინებითაც, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პროკურატურამ, 2017 წლის 31 მაისს (მკვლელობიდან 1 წლის თავზე), მკვლელის (რაშიდ კანი-ოღლის) მიმართ, სრულიად წარმოუდგენლად შ ე წ ყ ვ ი ტ ა ,,სისხლის სამართებლივი დევნა“, რაც მათ არც უწარმოებიათ და რაც ბუნებრივია აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფო-პოლიტიკური მმართველი ელიტის ნ ე ბ ა რ თ ვ ი ს გარეშე არ მოხდებოდა.

ოთხოზორიას მკვლელობის კუთხით, ,,ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ყოველ მიზეზ გარეშე უნდა ,,დაამშვენოს“ (საქმის გამომძიებლების გარდა) ოკუპირებული აფხაზეთის იმ სახელმწიფო-პოლიტიკური და ძალოვანი სამინისტროების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც დაფარეს აშკარა მკვლელები, დაფარეს მძიმე დანაშაული და ხელი შეუშალეს (დღემდე უშლიან) მართლმსაჯულების აღსრულებას. სისხლის სამართებლივი დევნა უნდა დაიწყოს და სანქციები დაუწესდეს ოკუპირებული აფხაზეთის:

1. ე.წ. პრეზიდენტს – რაულ ჯუმკოს ძე ჰ ა ჯ ი მ ბ ა ს – დაბ. 1958 წელს.
2. ე.წ. გენერალურ პროკურორს – ალექსი კუმფის ძე ლ ო მ ი ა ს – დაბ. 1965 წელს.
3. ე.წ. გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს – გიორგი ვახტანგის ძე ა რ შ ბ ა ს – დაბ. 1967 წელს.
4. ე.წ. გენერალური პროკურორის მოადგილეს და სამხედრო პროკურორს – ადგურ ნუგზარის ძე ა გ რ ბ ა ს – დაბ. 1981 წელს.
5. ე.წ. გალის რ-ის პროკურორს – ალხას ზაურის ძე ო ტ ი რ ბ ა ს.
6. ე.წ. გალის რ-ის პროკურორის მოადგილეს – ადგურ იურის ძე კ ო ღ ო ნ ი ა ს.
7. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს – ლეონიდ იურის ძე ძ ი ა პ შ ი ბ ა ს – დაბ. 1961 წელს.
8. ე.წ. გალის შსს განყოფილების უფროსს – გივი გიორგის ძე ჩ ა ჩ ხ ი ა ნ ს.
9. ე.წ. იუსტიციის მინისტრს – ეკატერინა ვლადიმირის ასულ ო ნ ი შ ე ნ კ ო ს – დაბ. 1978 წელს.
10. ე.წ. სახელმწიფო უსაფრთოხოების სამსახურის თავჯდომარეს – ზურაბ ბესლანის ძე მ ა რ ღ ა ნ ი ა ს – დაბ. 1969 წელს.
11. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის პირველ მოადგილეს – დაზმირ ვალიკოს ძე შ ა მ ბ ა ს.
12. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის მოადგილეს – სერგეი იურის ძე ბ ა რ კ ო ვ ს კ ი ს.
13. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის მოადგილეს – იგორ ნიკოლოზის ძე კ ო ვ ა ნ ო ვ ს.
14. ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავჯდომარის მოადგილეს და სასაზღვრო სამსახურის უფროსს – ნოდარ გიორგის ძე ჩ ა ჩ ხ ი ა ნ ს.
15. ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავჯდომარეს – დაურ იურის ძე კ ო ბ ა ხ ი ა ს – დაბ. 1970 წელს.
16. ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილეს – მსაუსტ გიორგის ძე შ ა მ ბ ა ს – დაბ. 1972 წელს.
17. ე.წ. გალის რ-ის ადმინისტრაციის უფროსს – თემურ ნ ა დ ა რ ა ი ა ს – დაბ. 1970 წელს.”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმეტროს მემანქანეები სასამართლოსგან გაფიცვის აკრძალვას ასაჩივრებენ
შემდეგი სტატიასახიფათო და საზიანო გადაწყვეტილება… – ომბუდსმენი მეტროს მემანქანეების წინააღმდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება