“ქართულმა ოცნებამ” არჩევნების გაყალბება დაიწყო-ირაკლი ჩიქოვანის სკანდალური ბრიფინგი

„ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა.

დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს საოლქო-საარჩევნო კომისიებში დანიშნოს „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირები „პროფესიული წევრების“ კვოტით. ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე გაასაჯაროვა მათი სია, სადაც რეკომენდატორებად მითითებულნი არიან გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები (ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“) და შედგენის პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქართული ოცნების ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ქვარაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გრიგოლ (გრიხა) მიქავა, რომელიც ჩიქოვანის განცხადებით, 2012 წლის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ კი, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ახალაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიაში „ პროფესიული წევრების“ დანიშვნაში მონაწილეობას სუს -ის ადგილობრივი ხელმძღვანელი გოგი ნაჭყებიაც იღებს.
„მე ხელთ მაქვს ის სია, რომელიც ხვალ საარჩევნო კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს. რეკომენდატორების ველში მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და გრიხა მიქავა, რომელიც ახლა მერაბ ქვარაიას შტაბის უფროსია, მანამდე კი როლანდ ახალაიას შტაბში მუშაობდა. კომისიების წევრთა ვინაობა შეთანხმებულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გოგი ნაჭყებიასთან. ეს არის მავნე პრაქტიკა, რომელსაც წარმარტებით იყენებდა ნაციონალური მოძრაობა და რომელსაც აგრძელებს ქართული ოცნება. ხელისუფლებას სურს, რომ არჩევანი მოპაროს ზუგდიდელებს”

https://youtu.be/wPHsd6Strx0

 

banner
წინა სტატიაში“გაუმართავი სახანძრო მანქანის გამო ოჯახი უსახლკაროდ დარჩა!”
შემდეგი სტატიახვიჩა ჟიშკარიანი: საარჩევნო კომისია “ქართული ოცნების” შტაბის აქტივისტებით შეივსო