ქართულმა მხარემ აფხაზეთსა და ცხინვალთან პატიმრები გაცვალა

ენგურის ხიდთან, გამყოფ ხაზზე ქართულმა მხარემ, აფხაზეთსა და ოსეთთან, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, პატიმრები გაცვალა.ქართველი ტყვეების სანაცვლოდ აფხაზურ მხარეს 4 პატიმარი გადაეცათ, რომლებიც გორის ტერაქტში იყვნენ ბრალდებულები.

თავდაპირველად საუბარი იყო ტყვეების სანაცვლოდ ტერორიზმში ბრალდებული მალხაზ ყოლბაიას, მეტსახელად კოჭოიას გადაცემაზე, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული პირობა შეიცვალა.

“პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მოხერხდა.

ქართული მხარის მიერ გათავისუფლებული პირები არიან: გიგო ვილგენის ძე ვალიშვილი, გიორგი ვალერის ძე ზასეევი, იოსებ ადიკოს ძე კოჩიევი და ბორის ზურაბის ძე ტურაშვილი. სანაცვლოდ, კი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან მიღწეული შეთანხმებით, აფხაზურმა მხარემ გაათავისუფლა: ჯღარკავა ომარი, ოყუჯავა ჯემიკო, რურუა მალხაზ, თორაძე ზურაბ, ხუხუა შალვა, ცაგურია ელდარი, შონია მანუჩარ, შედანია-ასეევა დიანა და გერლიანი კობა; ხოლო ოსურმა მხარემ გაათავისუფლა: მიდელაშვილი ჯემალ, ილურიძე გელა, გრიგალაშვილი თეიმურაზ და ფუხაევი იგორ”, – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: ნადეჟდა სავჩენკომ წყლის დალევა დაიწყო
შემდეგი სტატიამაკა ასათიანი დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ ილია კიკაბიძის გადაწყვეტილებას იწონებს