სასწრაფოდ: ნადეჟდა სავჩენკომ წყლის დალევა დაიწყო

რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმდნენ

უკრაინელმა მფრინავმა, ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობაში არის ბრალდებული, მშრალი შიმშილობა შეწყვიტა – წერენ მისი ადვოკატები ნიკოლაი პოლოზოვი და მარკ ფეიგინი.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკომ მშრალი შიმშილობა 3 მარტს გამოაცხადა.
“მადლობა ღმერთს, ნადია სავჩენკომ მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. მის გადაწყვეტილებაზე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს და ყველასი, ვინც მას მხარს უჭერს, თხოვნამ იმოქმედა” – დაწერა ადვოკატმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, რომელიც აზუსტებს, რომ სავჩენკომ დაიწყო წყლის დალევა, მაგრამ შიმშილობა არ შეუწყვეტია.

banner
წინა სტატიაში“მაესტრო” შესაძლოა “მე-9 არხის” შენობაში განთავსდეს
შემდეგი სტატიაქართულმა მხარემ აფხაზეთსა და ცხინვალთან პატიმრები გაცვალა