“ქართული საზოგადოებისათვის დასამალი ბიძინა ივანიშვილს არასდროს ჰქონია”

ე.წ. პანამის დოკუმენტების სკანდალი გრძელდება – ცნობილია, რომ ათობით ქვეყნის მოქმედი და ყოფილი ლიდერები და მათთან დაახლოებული პირები ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი სკანდალის მონაწილეები არიან. როგორ ხდებოდა ქონების დამალვა ოფშორულ ზონებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჟურნალისტური გამოძიების ფიგურანტი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრიცაა. დღეს ამ თემაზე უმრავლესობის მხრიდან გაკეთდა შეფასებები.

„ერთი რამ შემიძლია დავადასტურო, რომ არც არაფერი დასამალი, არც არაფერი შესანახი, მითუმეტეს ქართული საზოგადოებისათვის დასამალი ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ქონია,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ქართული ოცნების წევრის გოგლა ჟვანიას თქმით, შეიძლება ამდენ ჩამონათვალში რაღაც გამოგრჩეს და თუ გამორჩენილი აქ დეკლარაციაში  ბიძინა ივანიშვილს, ესეც არის ადმინისტრაციული სასჯელი.

ე.წ პანამის სკანდალურ დოკუმენტებთან დაკავშირებთ, შეფასება გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

„მე არ მინახავს, რომ იქ მთავარი ფიგურა ივანიშვილია. მე გარწმუნებთ, რომ თუ საჭირო იქნება, ჩვენც დავიწყებთ ამ გამოძიებას, თუ ამის საფუძველი იქნება,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაში“ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მატყუარა”, – აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატია„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აპრობირებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს სიას,